დავით მოძმანაშვილს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ვერცხლის მედალი ჩამოერთვა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილს ვერცხლის მედალი ჩამოართვა.
როგორც ირკვევა, ანალიზი ხელმეორედ, ამჯერად ახალი მეთოდებით ჩატარდა და ქართველი მოჭიდავის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი ტურინაბოლი აღმოჩნდა. ამის გამო, ის დისკვალიფიკაციით 2020 წლამდე დაისაჯა.
120 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მოძმანაშვილი 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალში უზბეკ არტურ ტაიმაზოვთან დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ მოძმანაშვილი დოპინგ ტესტზე წლების წინაც ჩავარდა. 2008 წელს მან ევროპის ჩემპიონატი მოიგო, თუმცა მოგვიანებით ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ მის ანალიზში აკრძალული პრეპარატის კვალს მიაგნო, ოქროს მედალი ჩამოართვა და 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
2017 წელს მოძმანაშვილი უზბეკეთესი მოქალაქე გახდა, რის შემდეგაც უზბეკეთის ნაკრების რიგებში აზიის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აზიის თამაშებზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.