დავით მუჯირი: “დიდი ალბათობით, ბელარუსთან მატჩი გადაიდება”

თარიღი: მარტი 12, 2020

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა 26 მარტს ბელარუსთან გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

“მართლაც სრულიად მსოფლიოსა და საფეხბურთო სამყაროს უდგას მძიმე პერიოდი. იცით, თქვენ უეფას პოლიტიკის შესახებ, ორგანიზაცია ცდილობს წითელ ზონებში თამაშების მაყურებლის გარეშე ჩატარებაზე, ჩვენ უკვე დიდი ხანია მათთან კომუნიკაცია გვაქვს. ფედერაციამ ეროვნული და ახალგაზრდული ლიგების მატჩები პირველ აპრილამდე გადადო. ვიმედოვნებთ, სიტუაცია უკეთესობისკენ გამოსწორდება. ბელარუსთან თამაშის შესახებ უეფასთან აქტიურ კომუნიკაციას ვაწარმოებთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამარტო გულშემატკივრის, არამედ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაც. საქართველოს ნაკრების ბირთვი უცხოეთიდან ჩამოდის. 2 ფეხბურთელი ამერიკიდან მოემგზავრება და ამერიკამ გაურკვეველი ვადით შეზღუდა მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან, რამდენიმე ფეხბურთელი ისეთი ქვეყნებიდან ჩამოდის, რომლებთანაც ჩვენ სახელმწიფოს შეზღუდვები აქვს დაწესებული და შესაძლოა, ისინი ვერც შემოვიდნენ ან გარკვეული პროცედურების გავლა მოუწიოთ. ასევე, ჩვენი მხრიდან ვერ ვიძლევით გარანტიებს, რომ მეტოქე გუნდის მოთამაშეებს, რომლებიც იტალიაში, ესპანეთში, ავსტრიაში ასპარეზობენ, ქვეყანაში შემოსვლის საშუალებას მივცემთ. ფეხბურთი მხოლოდ 90 წუთი არაა, რაც ტელევიზორში გადის. უეფასთან დავაფიქსირეთ აზრი, რომ არ გვსურს ნამდვილად მაყურებლის გარეშე თამაში, გვსურს ეს ისტორიული მატჩი გულშემატკივართან ერთად გავმართოთ, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ როგორც გულშემატკივრის, ასევე, ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე. ალბათობა მცირეა, რომ ბელარუსთან მატჩი გაიმართოს, უეფა-ს მატჩის გადადებას ვთხოვთ. ჩემი გადმოსახედიდან, წარმოუდგენელია მარტის ბოლოს ბელარუსთან შეხვედრა შედგეს. და გაიმართოს მაშინ, როდესაც ყველასთვის უსაფრთხო იქნება. ღმერთმა ქნას 3-4 დღეში ყველაფერი გამოსწორდეს. გუშინ ნახეთ “პსჟ”-სა და “დორტმუნდის” შეხვედრა, როდესაც სტადიონზე არავინ იყო, მაგრამ 15 ათასი კაცი უყურებდა დიდი ეკრანიდან სტადიონს გარეთ და ასე ვთქვათ, უეფამ პასუხისმგებლობა მოიხსნა. ჩვენ ვემიჯნებით ამ ყველაფერს და გვინდა ყველაფერი მაშინ და ისე ჩატარდეს, როცა და როგორ იქნება საუკეთესო და უსაფრთხო თითოეული ადამიანისთვის”, – დავით მუჯირმა “პირველ არხზე” ვლადიმერ გუცაევთან საუბრისას.

საქართველო – ბელარუსის შეხვედრისთვის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დიოგო ჯოტას წარმოუდგენელი მომენტი “ვულვზთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო JOTA WITH THE MISS OF THE SEASON #WOLLIV pic.twitter.com/WALX3AwXHJ — ‏ً (@Asensii20) December […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასანო: “რონალდუმ დამირეკა და მითხრა, რომ მას პატივი უნდა ვცე”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანამ გასულ წლებში მომხდარი ამბავი გაიხსენა, რომელიც კრიშტიანო რონალდუს ეხება. მაშინ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არჩილ ბერიძე: “ლადო დვალიშვილი საუკეთესო შენაძენია”

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ვლადიმერ გუცაევის “საფეხბურთო ტაიმ-აუტში” გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურტუა: “ანჩელოტი ვარჯიშებზე გოლების გაშვებას მთხოვს”

მადრიდის “რეალის” მეკარე ტიბო კურტუამ მის ამჟამინდელ სათამაშო ფორმასა და თანამემამულე ედენ აზარზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარანი “რეალზე”: “ფანები ჩემპიონთა ლიგის მოგებას არც კი გილოცავენ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა მცველმა, რაფაელ ვარანმა, მადრიდის “რეალში” გატარებული პერიოდის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით რაფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავი: “მესიმ მეშვიდე ოქროს ბურთი სრულად სამართლიანად მოიგო”

კატალონიის “ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, პრესასთან საუბრისას ლეო მესის მიერ მეშვიდე ოქროს ბურთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოან ლაპორტა: “დემბელე მბაპეზე უკეთესია”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, უსმან დემბელესთან დაკავშირებიტ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ლაპორტა იმედოვნებს, რომ ფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბოატენგი: “მეტი რა უნდა ექნა ლევის, ცენტრიდან უნდა გაეტანა გოლები?”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, პრესასთან საუბრისას ოქროს ბურთის 2021 წლის პრიზის ლეო მესისთვის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უსმან დემბელეს ტრანსფერით კიდევ ერთი ინგლისური გრანდი ინტერესდება

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, უსმან დემბელემ, ლონდონის “ტოტენჰემის” ყურადღება მიიპყრო. Mundo Deportivo-ს მიერ მოპოვებული უახლეს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოქროს ბურთი – ვის მისცეს ხმა საქართველოდან?

29 ნოემბერს პარიზშში 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. წლის საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი ჯილდო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” 2 ფეხბურთელის გაყიდვით 9 მილიონს მიიღებს

ბათუმის “დინამო” ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, საოცრად დაბალანსებული [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამომ” ჯანოს უპასუხა: “მხოლოდ 26 წუთის თამაში შეძლო”

“დინამო თბილისიდან” ჯანო ანანიძის გაშვებას ფეხბურთელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ხელმძღვანელობა არაპროფესიონალიზმში და უპატივცემულობაშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედო” ყაზახმა ლეგიონერმა დატოვა

ქუთაისის “ტორპედო” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ყაზახმა ნახევარმცველმა მაგომედ პარაგულგოვმა დატოვა. მაგამედმა “ტორპედოში” 8 მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რივალდო: ‘მესიმ ოქროს ბურთი დაიმსახურა, მაგრამ ისტორიაში საუკეთესო არ არის’

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ ლიონელ მესის შესახებ კომენტარი გააკეთა. ვეტერანი თავდამსხმელი ფიქრობს, რომ არგენტინელმა წელს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სად არის მამარდაშვილი?” – “ვალენსიას” ფანები ქართველის დაყე

გუშინ ესპანეთის თასის 1/64 ეტაპის მატჩები გაიმართა, სადაც ქვედა ლიგელმა “ულტრილასმა” “ვალენსიას” უმასპინძლა და 0-3 […]...
წაკითხვა