დავით მუჯირი: “მინდა განმარტება გავაკეთო ფეხბურთის გულშემატკივრისთვის”

თარიღი: ნოემბერი 15, 2020

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და მის მიერ 13 ნოემბერს ნათქვამი სიტყვები განმარტა.

13 ნოემბერს მუჯირმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა: “ის მხარდაჭერა, რომელიც ქართველი ხალხის ვალდებულებაა, სამწუხაროდ, დღეს არ იგრძნობა და შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ჩვენ ჯერ ევროპის ჩემპიონატზე არ ვართ.”

გთავაზობთ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

“მინდა განმარტება გავაკეთო ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, რომლის შეცდომაში შეყვანასაც მიზანმიმართულად ცდილობენ. სამწუხაროა, რომ ასეთი ფორმით ხდება ჩემი გუშინდელი კომენტარით აპელირება.

პირველ რიგში, ჩვენ ქომაგებს ვუხდი ბოდიშს, იმ შემთხვევაში, თუ არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი. გულშემატკივარი, ფეხბურთის მე-12 მოთამაშე, არის ის ძალა, რომლითაც პირადად მე და თითოეული ჩვენი გუნდის წევრი ყოველთვის ვამაყობთ და ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ არაერთხელ დაგვიფიქსირებია. მათი უდიდესი დამსახურებაა იმაში, რომ ეროვნული ნაკრები ასე ახლოს იყო სანატრელ მიზანთან.

არასოდეს დავიღლები მათთვის მადლობის გადახდით. გუშინაც აღვნიშნე და დღესაც გავიმეორებ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი ყველაზე დიდი ტრაგედია იყო სწორედ ქართული ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივარისთვის.

თუმცა, აქვე მათთვის განვმარტავ, რომ ის მოვლენები, რომელიც საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის მეორე დღეს ფეხბურთის ფედერაციასთან ხდებოდა, არანაირ კავშირში არ იყო ქართულ ფეხბურთთან. 13 ნოემბერს ფედერაციის შენობასთან არც ერთი ნამდვილი გულშემატკივარი არ იდგა. იქ იდგნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები, რომლებიც ყველანაირი ხერხებით ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. სწორედ მათი მისამართით იქნა ნათქვამი ის ფრაზები, რომლით აპელირებასაც ახლა ცდილობენ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქართულ ფეხბურთს ყავს გამორჩეული ქომაგი, რომელიც ყოველთვის გვერდით უდგას თავის საყვარელ გუნდს.

აღვნიშნავ, რომ ქართველი ქომაგის უდიდესი დამსახურებაა, რომ ეროვნული ნაკრები ასე ახლოს იყო სანატრელ მიზანთან.

ბოლოს, მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ხვალინდელ მატჩზე, რომელსაც სომხეთის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ ბიჭებს სწორედ ახლა, ყველაზე მეტად ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა”, – აცხადებს მუჯირი.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კლოპი: “დარწმუნებული არ ვარ, რომ სეზონს 11 ფეხბურთელით დავასრულებთ”

“ატალანტასთნ” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩამდე იურგენ კლოპმა პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” პრემიერ ლიგის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატანი EA Sports-ს დაუპირისპირდა

“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მისი სახელისა და გამოსახულების უნებართვოდ გამოყენების გამო ვიდეოთამაშ FIFA-ს მწარმოებელ კომპანი...
წაკითხვა
ბლოგი

10 მცველი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა

ესპანურმა გამოცემა AS-მა დაასახელა მცველები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლეს. გთავაზობთ ათეულს: […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ შეხვდება “ლანჩხუთს” – ოთხი სავარაუდო მეტოქე ცნობილია

ხვალ ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ოთხამდე შემცირდა იმ გუნდების სია, რომლებიც, შესაძლოა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გუნდში არავის ვაკავებთ”

მილანის “ინტერის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა გუნდის ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. შეგახსე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” პიკეს შემცვლელის ძებნა მოუწევს

“ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფამ აფრიკული ფეხბურთის ხელმძღვანელი საქმიანობას 5 წლით ჩამოაშორა

ფიფამ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტ აჰმად აჰმადის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. დამოუკიდებელი კომიტეტის სასამართლო პალატამ აფრიკული [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი კიევში არ მიემგზავრება

ხვალ, 24 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში “ბარსელონა” სტუმრად კიევის “დინამოს” დაუპირისპირდება. მატჩამდე [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია

“მილანის” ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, “ნაპოლისთან” მოგებულ მატჩში დაზიანება მიიღო. რამდენადაც ჩენთვის ცნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გატუზო: “იბრაჰიმოვიჩი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 10 წლის წინ იყო”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “მილანთან” განცდილი მარცხის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ კომენტარი გააკეთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სლუცკიმ კვარაცხელიას სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა

ყაზანის “რუნიბის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გუნდის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სიტუაციის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძის მორიგი გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძის გოლი “დიოშდიორის” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს თასი კორონავირუსის გამო გადაიდო

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა […]...
წაკითხვა