დავით ქევხიშვილი: “მადლობა მათ ამ შედეგებისათვის, თუმცა…”
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ის თანამდებობის დაკავებას არ აპირებს.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ ხუთშაბათს ყრილობა გაიმართება, სადაც ის მზადაა შეკითხვებს უპასუხოს.
“დღემდე ვერ მოვისმინე არგუმენტი იმისა, თუ რაში შევუშალე მათ ხელი. მე არ ვიცი, რა ნახა ლიპარტელიანმა თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში, თუმცა არიან სამართალდამცავი ორგანოები და მიმართონ. მე მათთან შეხვედრა უკვე მქონდა, მაგრამ მათთან შეხვედრა არის ყვირილი, წივილი, აჟიოტაჟი და მეტი არაფერი. მათი არგუმენტები უსაფუძვლოა და ამის შესახებ მათ არაერთხელ ვუთხარი, ამიტომ მინდა, ეს არგუმენტები უფრო ფართო საზოგადოებამ მოისმინოს, მხედველობაში მაქვს ძიუდოს ოჯახმა.
ხუთშაბათს ყრილობა გაიმართება, ამ ყრილობას სამინისტროს, სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან. იქ ჩამოწერონ თავიანთი პრეტენზიები და ყველა კითხვას პასუხს გავცემ. რა თქმა უნდა, გადადგომას არ ვაპირებ. მე რომ ეს პრეცედენტი დავუშვა, გამოვა, რომ არც კანონს, არც სამართალსა და არც სიმართლეს არანაირი ფასი აქვს. ბუნებრივია, ვაპირებ ბრძოლა გავაგრძელო.
მესმის, რომ ისინი რიგითი ძიუდოისტები არ არიან. დიდი მადლობა მათ იმ შედეგებისათვის, რასაც მიაღწიეს, თუმცა ჩვენც არ დაგვიკლია არაფერი მათი ხელშეწყობისათვის. ვიღაცა წავა, ვიღაცა – არ წავა. დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – განაცხადა ქევხიშვილმა.