დავით ქევხიშვილის შეთავაზება ქართველ ძიუდოისტებს

თარიღი: მაისი 24, 2018

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს შეთავაზებით მიმართავს. ქევხიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში განცხადება გამოაქვეყნა.

“პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს იმის გამო, რაც ხდება ძიუდოს ფედერაციის გარშემო. რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვამ თავად ფაქტს და სრულად ვაცნობიერებ, რომ გულშემატკივართათვის ნაკლებმნიშვნელოვანია მტყუან-მართლის ძიება. ჩემი ნებისმიერი ქმედება სწორედ რომ პროცესების დარეგულირებისკენაა და არა საკუთარი თავის მართლად წარმოჩენისკენ მიმართული.

ამის გამოა, რომ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზე, რისი ვალდებულებაც მაკისრია და მაქსიმალურად ვარიდებ თავს პროცესების კიდევ უფრო მეტ ესკალაციას. რა თქმა უნდა, რთულია თემის რეგულირება, როდესაც ოპონენტები უარს ამბობენ დიალოგის რეჟიმში საკითხების განხილვაზე და მხოლოდ საჯაროდ, პრესის თანდასწრებით სურთ საუბარი. ამასობაში კი გადის დრო, დრო, რომლის თითოეული წამიც ძვირფასია კარსმომდგარ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პრინციპული პოზიცია, არ დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, არ გახდეს უსაფუძვლო, მაგრამ მაინც მიზეზი, გარკვეული სპორტსმენთათვის მოსამზადებელ პერიოდში ხელის შეშლის, მე მათ საჯაროდ (მათსავე არჩეულ ფორმატში) ვთავაზობ შემდეგ წინადადებას:

1. წარმოადგინეთ ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც თქვენ უცხადებთ ნდობას და რომელსაც ფიქრობთ, რომ შესწევს უნარი გაუძღვეს თქვენთან მიმართებაში მმართველობით პროცესს. ჩვენს მიერ იგი იქნება დანიშნული თანაშემწედ ნაკრებთან ურთიერთობის საკითხში, რათქმაუნდა შესაბამისი ანაზღაურებით და უფლებებით.

2. წარმოადგინეთ ერთი მწვრთნელი, რომელიც ფიქრობთ, რომ იქნება ყველაზე უფრო მეტად თქვენთვის შედეგის მომტანი სამწვრთნელო პროცესის განხორციელებისს დროს. ჩვენს მიერ იგი იქნება დანიშნული ერთ-ერთ თანაშემწედ მთავარი მწვრთნელის, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავნიშნავთ.

3. ამით თქვენ გექნებათ საშუალება, თქვენს მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად ჩაერთოთ იმ ძიუდოისტთა კონკურენცის პროცესში, რომელთაც ექნებათ პოტენციური შანსი მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

4. სწორედ თქვენს მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად იქნება დაგეგმილი ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეეხება თქვენთან მიმართებაში განსახორციელებელ სამწვრთნელო პროცესს, რა თქმა უნდა, თქვენი და მათი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

5. მიუხედავად იმისა, ეს შეთავაზებაა გამოიღებს თუ არა შედეგს პროცესების დარეგურილების კუთხით, მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა კითხვას, რომელიც იქნა დასმული ჩემი მისამართით კიდევ ერთხელ გავცე პასუხი ნებისმიერი კომისიის ფორმატში და თუკი გამოიკვეთება სადმე ჩემი მხრიდან თქვენთან მიმართებაში რაიმე ხელიშეშლის მომენტი შეგნებულად თუ შეუგნებლად, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი.

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მოვნახავთ ძალას საკუთარ თავში, რათა დავდგეთ თვით საკუთარ თავზე მაღლა, რამეთუ ძიუდო პირველრიგში არის არა მედლები და ჯილდოები, არამედ პატივისცემა გამოხატული ერთმანეთის მიმართ”, – წერს ქევხიშვილი.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

“ფული ამ მიმებს ვერ წაშლის” – როგორ დასცინეს კონორს სოციალურ ქსელში

24 იანვარს, გამთენიისას UFC-ის სუპერვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორი, დასტინ პორიესთან გამართულ ბრუტალურ ორთაბრძოლაში დამარცხდა. სოციალურ ქსელში […...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორმა ხაბიბის “უპატივცემულო” კომენტარს მალევე უპასუხა

UFC-ის სუპერვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორი, დასტინ პორიესთან გამართულ ბრუტალურ ორთაბრძოლაში დამარცხდა. ირლანდიელი მებრძოლის მარცხს ხაბიბ ნურმაგომედოვი [...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბ ნურმაგომედოვის რეაქცია კონორ მაკგრეგორის მარცხზე

ხაბიბ ნურმაგომედოვი კონორ მაკგრეგორის დასტინ პორიესთან მარცხს გამოეხმაურა. დაღესტნელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა. […...
წაკითხვა
სხვადასხვა

დასტინ პორიემ კონორ მაკგრეგორი დაამარცხა! (ვიდეო)

DUSTIN POIRIER 2ND ROUND KO ON CONOR MCGREGOR 🤯 #UFC257 pic.twitter.com/kJP2JqRjwX — DC (@DylansRawTake) January […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ვერონიკა ჰავლიკი – 14-გზის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში (ფოტო)

ვერონიკა ჰავლიკი პოლონელი სპორტსმენია, რომელიც კარატეში მსოფლიო ჩემპიონი 14-ჯერ გახდა....
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორი – პორიე (პირისპირ დგომი)

A rematch destined to happen! 💎 @DustinPoirier vs 🇮🇪 @TheNotoriousMMA – tomorrow night on PPV! […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა მეისეი დაამარცხა – მე-3 გამარჯვება ჰაცუ ბაშოზე (ვიდეო)

ჰაცუ ბაშო, IX დღე ტოჩინოშინი – მეისეი ტოჩინოშინის ბალანსი: 3-6 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

დავით ხახალეიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს (ფოტო)

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, დავით ხახალეიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. დავით ხახალეიშვილი 11 იანვარს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა დოჰას მასტერსზე?

საქართველოს ნაკრებმა დოჰას მასტერსზე გამოსვლა დაასრულა. ქართველმა ძიუდოისტებმა ყატარში გამართულ ტურნირზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დღის ვიდეო – ქართველები ფინალის შემდეგ ფრანკ დე ვიტს ეხმარებიან (ვიდეო)

12 იანვარს, დოჰას მასტერსზე ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ნიდერლანდელი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავა ტატო გრიგალაშვილმა დოჰას მასტერსის მოგებით?

12 იანვარს, 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა დოჰას მასტერსი მოიგო. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ოთხი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ იქცეოდა უნგრელი ძიუდოისტი გრიგალაშვილის წინააღმდეგ – ქართველის პასუხი (ვიდეო)

დოჰას მასტერსის მეორე სატურნირო დღეს, 81კგ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მეორე რაუნდში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბ ნურმაგომედოვის სისწრაფე ფეხბურთის თამაშისას (ვიდეო)

შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ლეგენდარულ კლარენს ზეედორფთან და მეგობრებთან ერთად დუბაიში ფეხბურთი ითამაშა. ინტერნეტსივრცეში ...
წაკითხვა
სხვადასხვა

ძალიან შეცვლილია – ავთანდილ ხურციძის ახალი ფოტოები ციხიდან

აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის ციხეში გადაღებული ახალი ფოტოები ვრცელდება. 41 წლის სპორტსმენს იმიჯი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ელეგანტურმა ფოტოებმა საჩოგბურთო სამყაროს ხედვები შეცვალა

საქართველოს პირველი ჩოგანის და მსოფლიოს მე-40 ნომრის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ეს ფოტოები მაშინ არის გადაღებული, როცა […]...
წაკითხვა