დავით ყიფიანის სახელობის თასზე 1/16 ფინალის პირველი დღის მატჩები ჩატარდა
დღეს საქართველოს თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა.
უხვგოლიანობით გამოირჩა “დილასა” და “ქოჯაელის” შეხვედრა, რომელიც გორელებმა ანგარიშით, 8:0 მოიგეს და მერვედფინალში ყველაზე მარტივად გავიდნენ. საქართველოს ვიცეჩემპიონმა, “სამტრედიამ” “მეშახტესთან” დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით, 3:2 იმარჯვა. რაც შეეხება “გურიას”, მათ ეროვნული ლიგის ბინადარ “კოლხეთს” მინიმალური ანგარიშით სძლიეს. თუმცა, იმარჯვა მეორე მეგრულმა გუნდმა, “მერანმა”. მან “მარკ სტარსი” ანგარიშით, 4:2 დაამარცხა. რაც შეეხება ბოლო ორ მატჩს, ორივეში მერვედფინალისტის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. პირველ შემთხვევაში “რუსთავმა” “სამგურალს” 120 წუთის მანძილზე ორი გოლი გაუტანა და ამდენივე მიიღო. თუმცა, წყალტუბოელების დამარცხება თერთმეტმეტრიანებით ანგარიშით, 6:5 მოახერხა. ხოლო, “მეტამ” “თბილისი სითისთან” უგოლო ფრე გააგორა, თუმცა შემდეგ პენალტებში 3:2 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ 1/16 ფინალის მორიგი მატჩები გაიმართება:
“გორი” – “ტორპედო”
“თბილისი 2016” – “ჩიხურა”
“ვიტ ჯორჯია 2” – “საბურთალო”
“ლოკომოტივი” – “დინამო” (თბ)
“გაგრა” – “სიონი”
ხუთივე მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.