დავით ყიფიანის თასის შედეგები
დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე, გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის თასის, 1/16 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები.
საჩხერეში, ”ძველ სტადიონზე”, ”ჭიათურამ” ბათუმის ”დინამო” მიიღო და ანგარიშით 2-0 დაამარცხა, მაგრამ ჭიათურელებს, პირველი შეხვედრა 5-0 ჰქონდათ წაგებული, რის შედეგადაც გათამაშებას გამოეთიშნენ.
ქობულეთში, ”ჩელე არენაზე”, ადგილობრივი ”შუქურა” წყალტუბოს ”სამგურალს” დაუპირისპირდა. ამ გუნდებს შორის, პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1-1 დამთავრდა და განმეორებით შეხვედრაშიც იგივე ანგარიში დაფიქსირდა, შედეგად დაინიშნა დამატებითი ტაიმი, რომელიც იგივე ანგარიშით დასრულდა. საბოლოოდ, გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გაირკვა და ის ”შუქურას” ხვდა წილად.
მცხეთაში, ”მცხეთა პარკზე’, ”ვიტ ჯორჯიამ” ”გაგრას” უმასპინძლა და ანგარიშით 2-1 დაამარცხა (საერთო ჯამში 6-3).
ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე, ადგილობრივი ”ტორპედო” ხარაგაულის ”ჩხერიმელას” დაუპირისპირდა. ამ გუნდებს შორის, პირველი შეხვედრა ქუთაისელების გამარჯვებით, ანგარიშით 0-1 დასრულდა, განმეორებით შეხვერაში კი მეტოქეს 5-2 სძლიეს და მომდევნო ეტაპზე საგზურის უფლება მოიპოვეს.
სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, მარტვილის ”მერანმა” ოზურგეთის ”მერცხალი” მიიღო და ანგარიშით 3-2, 2 მატჩის ჯამში კი 7-3 დაამარცხა.