დავით სხირტლაძე დანიაში დაბრუნდა

თარიღი: თებერვალი 12, 2021

27 წლის ქართველი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე კარიერას დანიურ “ვიბორგში” გააგრძელებს.

სხირტლაძემ გუნდთან 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა და ზაფხულამდე დარჩება, რასაც გულშემატკივრების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ფანები სხირტლაძესთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას მოითხოვენ. კლუბი სუპერლიგაში მე-8 ადგილზე იმყოფება.

დავითი ბოლოს “დინამო თბილისში” თამაშობდა, სადაც პოლონური “არკადან” ჩავიდა და ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. მანამდე კი დანიაში ჯერ “ორჰუსში”, შემდეგ კი “სილკერბორგში” ირჯებოდა.

სხირტლაძეს ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები