დავით თარგამაძე შესაძლოა, “ზორიას” შეუერთდეს
დონეცკის “შახტარის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი დავით თარგამაძე შესაძლოა, ლუგანსკის “ზორიას” შეუერთდეს. ამ ინფორმაციას უკრაინული პრესა ავრცელებს.
ქართველ ფეხბურთელს “მეშახტეებთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის პირველ იანვარს ამოეწურა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში “ოლექსანდრიაში” განათხოვრებულმა დავით თარგამაძემ კრივოი როგის “გორნიაკთან” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ფეხი მოიტეხა. მას შემდეგ 27 წლის ქართველ გარემარბს არ უთამაშია.
“ზორიას” უკრაინის პრემიერლიგაში 18 ტურის თავზე მესამე ადგილი უკავია.