დორტმუნდის “ბორუსიამ” “პადერბორნთან” ქამბექი შეასრულა (ვიდეო)
გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტური დიდი მოულოდნელობით გაიხსნა. დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ კედლებში აუტსაიდერი “პადერბორნი” მიიღო, რომელთანაც პირველ ტაიმში 0:3 მარცხდებოდა, თუმცა საბოლოოდ ფავრეს გუნდმა ერთი ქულის გადარჩენა შეძლო.
შეხვედრის პირველი ნახევარი სრულად სტუმართა კარნახით წარიმართა. ანგარიში თამაშის მე-5 წუთზე მამბამ გახსნა. 37-ე წუთზე ამ უკანასკნელმა დუბლის გაფორმება შეძლო, რასაც ექვს წუთში ჰოლტმანის გოლი მოჰყვა. პირველი ტაიმის შემდეგ “ბორუსია” 0:3 ნადგურდებოდა.
მეორე ტაიმში “სიგნალ იდუნა პარკზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა სრულად სხვა “ბორუსია” იხილეს. მასპინძლებმა სწრაფი გოლით (47′ ჯეიდონ სანჩო) დაუბრუნეს იმედი ქომაგებს, თუმცა მეორე გოლის გატანა 84-ე წუთამდე ვერ მოხერხდა (აქსელ ვიტსელი). თამაშის ბოლო წუთებზე მარკო როისმა გამათანაბრებელი გოლის გატანა შეძლო.
ასე რომ, 12 მატჩში მოპოვებული 20 ქულით დორტმუნდის “ბორუსია” მეექვსე ადგილზეა, მისი გადასწრების შანსი კი “შალკეს”, “ბაიერს”, “აინტრახტსა” და “ვოლფსბურგს” ექნებათ. “პადერბორნი” კი ხუთი ქულით კვლავაც ბოლოადგილს დაიკავებს.