დე ბრუინი: “მოხარული ვარ, რომ “პარის სენ-ჟერმენს” “მანჩესტერ სიტი” ვარჩიე”
“მანჩესტერ სიტის” ბელგიელი ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი არ ნანობს, რომ ზაფხულში “პარის სენ-ჟერმენში” გადასვლაზე უარი განაცხადა.
“ზაფხულში “პსჟ-დანაც” დამიკავშირდნენ. ჩვენ ცოტა გავისაუბრეთ, თუმცა შემდეგ გადავწყვიტე, რომ “მანჩესტერ სიტიში” უნდა გადავსულიყავი. “სიტი” უფრო კარგ ვარიანტად მივიჩნიე.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი ოჯახი აქ თავს ბედნიერად გრძნობს. ყველაფერი კარგად მიდის. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო. ბედნიერი ვიქნები, მანამ სანამ კლუბისთვის მნიშვნელოვანი ვიქნები.” – განაცხადა მან.
როგორც იცით, დღეს ბელგიელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის ეგიდით “პსჟ-ს” დაუპირისპირდება, რაზეც კომენტარი დე ბრუინმაც გააკეთა: “ჩემის აზრით 0-0 კარგი ანგარიში იქნება. თუმცა თუ პარიზელები გაგვიტანენ, ჩვენც უნდა შევუტიოთ.”