დე ბრუინი: “სიტი” პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია”

თარიღი: თებერვალი 3, 2017

“მანჩესტერ სიტიმ” მიმდინარე სეზონი პრემიერ ლიგაში კარგად დაიწყო, თუმცა, ბოლო ხანებში გვარდიოლას გუნდს კრიზისის პერიოდი დაუდგა. უკანასკნელი 5 შეხვედრიდან ამ კლუბმა მხოლოდ ორი მოიგო და ახლა 46 ქულით მე-5 ადგილზეა.

მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა, “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი ლიდერი, კევინ დე ბრუინი მიიჩნევს, რომ “ქალაქელები” პრემიერ ლიგის მოგების ფავორიტთა შორის არიან.

“ფეხბურთი გიჟური რამაა. შეიძლება, კარგ პოზიციაზე იყო და უცებ სამი თამაში მიყოლებით წააგო; თუმცა, შემდეგ სამი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და ისევ ცხრილის თავში დაბრუნდე. ასე რომ, 17-დან სამი მატჩის წარუმატებლად ჩატარება არაფერია.”

“თუ “ჩელსის” არ ჩავთვლით, ჩვენს წინ მყოფი გუნდები არც ისე შორს არიან. თუმცა, არცერთ მათგანს არ უნდა ვუყუროთ, უბრალოდ დავხაროთ თავი, ვიშრომოთ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ – ყველა თამაშის მოგებას ვეცადოთ.”

“ახლა “სიტი” ფავორიტებს შორისაა. თუმცა, თუ ბევრ 3 ქულას მოვიპოვებთ, ტიტულის მოგების უფრო კარგი შანსი გაგვიჩნდება. ცდას არ დავაკლებთ,” – აცხადებს ბელგიელი ფეხბურთელი.

მსგავსი სიახლეები