დე ბრუინის კომენტარი საფრანგეთთან მატჩის წინ
ბელგიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. “წითელმა ეშმაკებმა” ტურნირს უკვე გამოთიშეს ერთ-ერთი ფავორიტი, ბრაზილია. სამხრეთამერიკელებს მეორე გოლი კევინ დე ბრუინმა გაუტანა, რომელმაც პრინციპული დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა.
“ამბიციურები ვართ და მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაზე ვფიქრობთ. ეს ტურნირი ყოველ დღე არაა. შესაძლოა, შენს ცხოვრებაში ორჯერ ან სამჯერ მოგიწიოს თამაში. ესეც იმ შემთხვევაში, თუ იღბლიანი ხარ. არ ვგრძნობ ზეწოლას. ძალიან მონდომებული ვარ და მოუთმენლად ველი განსაკუთრებული შეხვედრის დაწყებას.
გვარდიოლა დამეხმარა, რომ გავზრდილიყავი, როგორც ფეხბურთელი. მან ფეხბურთის თამაში გამიმარტივა. თუმცა, ეროვნულ ნაკრებში სხვა რაღაცებს ვაკეთებთ. მაგრამ აქაც გვიყვარს ბურთის ფლობა და მუდმივი შეტევები,” – ამბობს დე ბრუინი.