WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (217899) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

დე ბური: „შესვენებამდე „აიაქსი“ „ბარსელონას“ სჯობნიდა“

თარიღი: ნოემბერი 6, 2014

„აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა „ბარსელონასთან“ ანგარიშით 0:2 წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

„მე ის „აიაქსი“ ვიხილე, რომელიც მომწონს. გუნდი პრესინგს მიმართავდა და კარგ ფეხბურთს თამაშობდა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. სამწუხაროდ, ვერ გავიტანეთ, მიუხედავად იმისა, რომ შანსები გვქონდა. არადა, შესვენებამდე ვდომინირებდით“, – ციტირებს დე ბურს უეფა-ს ოფიციალური საიტი.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეგვიძლია. ბიჭებმა ხასიათი გამოამჟღავნეს. მეტოქეზე ზეწოლას ვახდენით, ხოლო როდესაც ერთ ფეხბურთელს რამე ვერ გამოსდიოდა, მას სხვა მოთამაშე ეხმარებოდა. პერიოდულად „ტიკი-ტაკასაც“ ვთამაშობდით, თუმცა წითელი ბარათის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. მხოლოდ იმაზე ფიქრი მოგვიწია, რომ დიდი ანგარიშით არ წაგვეგო.

ჯგუფურ ეტაპზე ბრძოლის გასაგრძელებლად ბოლომდე ვიბრძოდით. რთულია იმ ჯგუფში გამოსვლა, რომელშიც ტურნირის ორი ფავორიტი გუნდი თამაშობს“, – დაასრულა ამსტერდამელთა თავკაცმა.



მსგავსი სიახლეები