ბეილის სანაცვლოდ დე ხეა და 50 მილიონი ფუნტი?
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დავიდ დე ხეას გადმობირების იმედს არ კარგავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელები მზად არიან, ესპანელ მეკარეს შეელიონ, თუმცა გარიგებაში მადრიდელებმა მათი ერთ-ერთი ლიდერი გარეტ ბეილიც უნდა ჩართონ. კერძოდ, “წითელი ეშმაკები” “რეალს” ბეილის სანაცვლოდ დე ხეას და 50 მილიონ ფუნტს სთავაზობენ.
რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მადრიდში.
ესპანური პრესა კი წერს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე ინგლისის დატოვების წინააღმდეგი სულაც არ არის.