დე იონგი: “მინდა დე ლიხტი ჩემ გვერდით, “ბარსელონაში” ვიხილო”

თარიღი: ივლისი 6, 2019

5 ივლისს “ბარსელონამ” თავისი კიდევ ერთი ახალწვეული, ფრენკი დე იონგი, წარუდგინა გულშემატკივარს. დე იონგმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ დე ლიხტის “ბარსელონაში” ხილვა სურს.

“ძალიან მინდა დე ლიხტი ჩემ გვერდით, “ბარსელონაში”, ვიხილო. თუმცა, რა თქმა უნდა, მე მის გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენა არ შემიძლია.

მან ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება თავის ოჯახთან ერთად უნდა მიიღოს. როდესაც გავიგე, რომ “ბარსელონას” ჩემი ტრანსფერით ინტერესდებოდა, ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და წინადადებას მაშინვე დავთანხმდი,” – აცხადებს დე იონგი.

“ბლაუგრანას” პრეზიდენტმა, ბართომეუმ, რომელიც დე ლიხტის დიდი გულშემატკივარია, ასეთი განცხადება გააკეტა: “უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ვიცი, თუ სად გააგრძელებს კარიერას დე ლიხტი. თუმცა ამის თქმა არ შემიძლია.”



მსგავსი სიახლეები