დე იონგს “მილანში” დიდი ხნით დარჩენა სურს
იტალიური “მილანის” ნახევარმცველი, ნაიჯელ დე იონგი აცხადებს, რომ მას “როსონერიში” დარჩენა დიდი ხნით სურს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი “შავ-წითლების” რიგებში 2012 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ, გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა.
“ძალიან მინდა, რომ “მილანში” დიდი ხნით დავრჩე. გამიხარდება, თუ კლუბთან კონტრაქტს კიდევ ხუთი წლით გავახანგძლივებ”, – ამბობს დე იონგი.
ცნობისათვის, დე იონგს “მილანთან” კონტრაქტი 2015 წლის ივნისში ეწურება.