დე ხეა: “ისკო მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება!”
2 სექტემბერს ესპანეთის ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპრიდა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მეტოქე ანაგრიშთ, 3:0 დაამარცხა. დუბლი შეასრულა ისკო ალარკონმა.
ესპანელმა მეკარემ, დავიდ დე ხეამ მადრიდის “რეალის” ნახევარცმველზე ისაუბრა და იგი შეაქო. ასევე, “მანჩეტსერის” კარის დარაჯი საკვალიფიკაციოზე თავისი გუნდის გამოსვლასაც შეეხო.
“ისკოს დიდი ხანია ვიცნობ და მისგან ასეთი კარგი თამაში არ მიკვირს. თუნდაც ვარჯიშზე, ჩემს თვალწინ ძალიან ბევრი დაუჯერებელი რამ აქვს გაკეთებული. ის ახლა უმაღელს დონეზე თამაშობს და, ჩემი აზრით, სულ მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდება.”
“რაც შეეხება შესარჩევზე ჩვენს გამოსვლას, გეტყვით, რომ ჯერ არაფერი გადაყწვეტილა. იტალია დავამარცხეთ, თუმცა ხვალ ლიხტენშტეინს დავუპირისპირდებით და ამ შეხვედრას დიდი სერიოზულობით ვეკიდებით. ამაყი ვარ, რომ ჩემს ნაკრებთან ერთად დიდ შეხვედრებში ვიღებ მონაწილეობას,” – აცხადებს ესპანელი გოლკიპერი.