დე ხეა: “მაჩესტერში” ძალიან ბედნიერი ვარ”

თარიღი: იანვარი 24, 2017

2015 წლიდან მოყოლებული თითქმის ყველა სატრანსფერო ფანჯარაზე დავიდ დე ხეას აქტიურად უკავშირებენ მადრიდის “რეალს”. ესპანელი ფეხბურთელი 2015 წლის ზაფხულზე ძალიან ახლოს იყო “ბლანკოსში” გადასვლასთან, თუმცა საბუთების დროულად ვერმოწესრიგების გამო, ტრანსფერი ჩაიშალა.

დე ხეამ MUTV-სთან ისაუბრა და განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” ასპარეზობით ბედნიერია.

“მანჩესტერში” თავს მშვენივრად ვგრძნობ. ამჟამად შესანინშავ ფორმაში ვარ, რაც ნაკრებში ჩემი თამაშის ხარისხშიც ჩანს. ყველანაირად ვეცდები, რომ სეზონის ბოლომდე ეს კონდინციები შევინარჩუნო.”

“იუნაიტედს” უკვე 17 შეხვერდაა არ წაუგია. ეს შესანიშნავი შედეგია, თუმცა, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი გვსურს. საჭიროა, ყველა შეხვერდაზე დიდი კონცენტრაცია და ბოლომდე დახარჯვა. ვეცდებით, ნებისმიერ მატჩში გამარჯვება მოვიპოვოთ,” – აცხადებს დე ხეა.

 

მსგავსი სიახლეები