დე ხეა: “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვებაზე ვფიქრობდი”

თარიღი: ოქტომბერი 7, 2014

“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე დავიდ დე ხეა გამოტყდა, რომ ერთხანს ინგლისური კლუბის დატოვებაზე ფიქრობდა. ესპანელი კიპერის თქმით, “ოლდ ტრაფორდზე” თამაში დიდ ფსიქოლოგიურ გამძლეობას მოითხოვს.

“ერთხანს “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვებაზე ვფიქრობდი. ბევრს მაკრიტიკებდნენ, რაც ძალიან რთული ასატანი იყო. მანჩესტერში ცხოვრების პირველი რამდენიმე დღე მე და ჩემს ოჯახს ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა ყველაფერს დადებითად შევხედე და ამან გამაძლიერა. როდესაც ისეთი კლუბის ღირსებას იცავ, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედია”, ასეთ რაღაცები ხდება ხოლმე. კრიტიკამ გამაძლიერა. მეკარეობა რთულია, შეცდომები გარდაუვალია, თუმცა ფსიქოლოგიურად ძლერი უნდა იყო, რომ პრობლემები დაძლიო”, – ციტირებს დე ხეას სიტყვებს goal.com-ი.

 

მსგავსი სიახლეები