დე ხეა: “რეალი? “იუნაიტედში” ბედნიერი ვარ”
გერმანულ გაზეთ Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში, “იუნაიტედის” პირველმა ნომერმა “რეალში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით, გავრცელებული ყველა ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მანჩესტერის დატოვებას არ აპირებს.
მას შემდეგ, რაც 23 წლის მეკარე “იუნაიტედში” კარგი სტარტი აიღო, ესპანური და ბრიტანული გამოცემები აქტიურად წერდნენ და დევიდს იკერის შემცვლელად მოიაზრებდნენ. თუმცა თავად დე ხეამ განაცხადა, რომ იგი არსად გადასვლას არ აპირებს.
“რეალი? ეს მხოლოდ ჭორებია. “ოლდ ტრაფორდზე” ძალიან ბედნიერი ვარ.”
“გასაგებია, რომ სეზონის დასაწყისში პრობლემები გვქონდა. გუნდმა ახალი მწვრთნელი და სრულიად ახალი კონცეპცია მიიღო. ადაპტაციას ცოტა დრო სჭირდება, მისი გავლის შემდეგ კი ვან გაალის გუნდი თქვენ ძალიან კარგ თამაშს შემოგთავაზებთ. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე.”
დე ხეამ ასევე ფერგიუსონს კარგ მეკარედ ჩამოყალიბებაში დიდი მადლობა გადაუხადა.
“ეს ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ სერ ალექსის მხარდაჭერით ყველაფერს თავი გავართვი. მან მე კრიტიკისგან გადამარჩინა. მისით მადლობელი ვარ. კარში დგომა, ერთ–ერთი ყველაზე რთული საქემა. მეკარეები ხშირად უშვებენ შეცდომებს, მაგრამ მოთამაშეებმა სწორედ ამ შეცდომებისგან უნდა ისწავლონ.”–განაცხადა ესპანელმა