დე ხეამ პორტუგალიასთან მატჩში კურიოზული გოლი გაუშვა (ვიდეო)
15 ივნისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ერთმანეთს პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
მატჩის 44-ე წუთზე, პორტუგალიელთა ლიდერმა, კრიშტიანო რონალდუმ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. კრიშტიანოს დარტყმის შემდეგ დავიდ დე ხეამ შეცდომა დაუშვა, ბურთი კი ესპანელთა კარში გავიდა.