დე ხეამ, შესაძლოა, გაახანგრძლივოს
არაა გამორიცხული, ახალგაზრდა ესპანელმა სამშობლოში დაბრუნება გადაიფიქროს.
მოგეხსენებათ, დავიდ დე ხეას მადრიდის “რეალში” შესაძლო სატრანსფერო საგა მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, მაგრამ ტრანსფერის ოფიციალურად დარეგისტრირება ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოესწრო. თავად გოლკიპერს არაერთხელ გამოუთქვამს “სამეფო კლუბში” გადასვლის სურვილი, თუმცა, შესაძლოა, სამომავლოდ მისი ეს სურვილი შეიცვალოს.
როგორც იცით, სეზონის სადებიუტო ნაწილი დე ხეამ ლუის ვან გაალთან კონფლიქტის გამო გამოტოვა. ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, დავიდმა უარი თქვა პრემიერ ლიგის გახსნითი ტურის მატჩში მონაწილეობის მიღებაზე და შემდეგ მტკიცედ გადაინაცვლა სათადარიგოთა სკამზე. ახლა კი მხარეები შერიგებასთან ახლოს არიან, რაც ახალი ხელშეკრულების გაფორმებითა და ესპანელის მოედანზე დაბრუნებით დადასტურდება.
შეგასხენებთ, დე ხეას არყოფნის პერიოდში “მანჩესტერ იუნაიტედის” კარს სერხიო რომერო იცავდა. გასულ სეზონში კი დე ხეამ 37 მატჩი ჩაატარა.