დე ლაურენტისი: “ჩელსი” კულიბალის სანაცვლოდ 58 მილიონ ევროს გვთავაზობდა”
იტალიური “ნაპოლის” პრეზიდენტი აღიარებს, რომ ამა წლის ზაფხულში მას კალიდუ კულიბალის გაშვებით 58 მილიონი ევროს გამომუშავება შეეძლო.
“სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, “ჩელსიმ” კულიბალის ტრანსფერთან დაკავშირებით 58 მილიონიანი წინადადება გამოგვიგზავნა, თუმცა მე ის უარით გავისტუმრე.
შეიძლება კონტემ ეს ყოველივე უარყოს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ლონდონელებმა ჯერ 30 მილიონი შემოგვთავაზეს, შემდეგ 40 და ბოლოს 50.
იმ დროისთვის, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ კულიბალის ჩვენთან კიდევ ერთი წელი უნდა გაეტარებინა. მომავალ წელს კი ისევ დავფიქრდები…”