დე ლაურენტისი: “იგუაინს ვძულვარ? ის ან მატყუარაა, ან მსახიობი”

თარიღი: ივლისი 29, 2016

აურელიო დე ლაურენტისმა “ნაპოლის” აწ უკვე ყოფილ ფორვარდს, გონსალო იგუაინს უპასუხა, რომელიც ახლახან გადაბარგდა ტურინის “იუვენტუსში”.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფორვარდმა სწორედ “ნაპოლის” დირექტორს დააბრალა ის ფაქტი, რომ მას ნეაპოლის დატოვება მოუწია.

” ბევრი ვიფიქრე იმაზე, იმსახურებდა თუ არა ეს სიტყვები ჩემგან პასუხს. თანაც, ყველამ იცის, თუ რა არის სიმართლე. გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნებოდა ხმა ამომეღო, რათა მომავალში არ დამივიწყონ. ასეთია ჩემი პასუხი:

1) თუ ბატონი გონსალო ჯერარდო იგუაინი უკმაყოფილო იყო ჩემით, ბევრი დრო დასჭირვებია ამის მისახვედრად. თუ რა თქმა უნდა, მატყუარა ან შესანიშნავი მსახიობი არ არის. ბოლო ვარიანტს გამოვრიცხავ, რამეთუ ასეთ ადამიანებს ძალიან კარგად ვიცნობ.

2) ჩვენ ერთად დიდ დროს ვატარებდით, განსაკუთრებით კი ბოლო დროს. მაგალითად, ჩვენ მთელი დღე ერთად ვიყავით რომში, 15 აპრილს, როდესაც დისციპლინარული კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებდით (4-მატჩიან დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით). ეს “სკუდეტოსთვის” ბრძოლის შუა პერიოდში ხდებოდა. დამიჯერეთ, იმ დღეს გონსალო საკმაოდ მშვიდად იყო და ჩემს მიმართ რაიმე პრეტენზიის გამოხატვას არ ცდილობდა.

3) რატომ არაფერს არ ამბობდა ამის შესახებ მისი აგენტი, როდესაც ჩვენ იგუაინის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეხვედრებს ვმართავდით? მათთვის ამდენად აუტანელი რომ ვყოფილიყავი, ჩემთან ამდენ დროს არ დახარჯავდნენ ფინანსური საკითხის განხილვის დროს.

4) არ რცხვენია მის აგენტს, როდესაც ამბობს, რომ გუნდი, რომელშიც ის თამაშობდა და რომელიც გონსალოს 38 გოლის გატანაში დაეხმარა, არ იყო მზად გამოწვევებისთვის? არ რცხვენია იმის თქმა, რომ გონსალოს თანაგუნდელები უბრალო ნაგვები იყვნენ, როდესაც სწორედ “ნაპოლიმ” შექმნა ყველაზე მეტი საგოლე შანსი იტალიაში?

5) იმის თქმა, რომ გონსალო გუნდიდან ჩემს გამო წავიდა, უპატივცემულობის გამოხატვაა თითოეული ნეაპოლელის მიმართ. თუ იგუაინს ნეაპოლის ისტორია წაკითხული აქვს ეცოდინება, რომ ეს ერთადერთი ქალაქი იყო, რომელიც ნაცისტებს იგერიებდა, მანამდეც კი, სანამ საქმეში ამერიკელები ჩაერთვებოდნენ. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება უღალატო ამ ხალხს, თუ უსირცხვილო ხარ.”

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მარჩელო ლიპიმ ამ დროისთვის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი დაასახელა

იტალიის ეროვნული ნაკრების, ტურინის “იუვენტუსისა” და მილანის “ინტერის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ამ დროისთვის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაპელო: “მსაჯმა ზიდანიც კი გააკვირვა – დაინახეთ, როგორ იცინოდა?”

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა და მადრიდის “რეალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ბერგამოს “ატალანტასა” და “...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანხელინიო: “გუარდიოლამ თავდაჯერებულობა მომიკლა”

“ლაიფციგის” მცველი, ანხელინიო, საკუთარ კარიერაზე საუბრისას გუარდიოლასთან თანამშრომლობის დეტალებსაც შეეხო. ანელინიომ კარიერა “ეტიჰად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “ატალანტასთან” შანსები კვლავ თანაბარია”

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ბერგამოს “ატალანტა” გასვლაზე მინიმალური ანგარიშით დაამარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გასპერინი: “მსაჯობაზე რამე რომ ვთქვა, უეფა ერთთვიანი დისკვალიფიკაციით დამსჯის”

ბერგამოს “ატალანტა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის “რეალთან” მინიმალური ანგარიშით (0-1) დამარცხდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყოფილი მსაჯის ვერდიქტი: უნდა გაეძევებინათ ფროილერი? (ვიდეო)

ბერგამოს “ატალანტა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის “რეალთან” მინიმალური ანგარიშით (0-1) დამარცხდა. შედეგი [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “ბაიერნს” რომ ვუყურებ, “სიტის” ფავორიტობაში ეჭვი მეპარე

პეპ გვარდიოლას მეთაურობით “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში გასვლაზე “გლადბახი” ანგარიშით ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფროილერის წითელი ბარათი “რეალთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Cartão vermelho direto para Freuler, da Atalanta. Acharam lance pra expulsão? pic.twitter.com/FJttvniBxt — […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შეუჩერებელი ბაჩანა არაბული – “ლამია” მისი გოლით იგებს (ვიდეო)

ბაჩანა არაბულის ბერძნულმა “ლამიამ” “ლარისასთან” სტუმრად 0-1 ბაჩანას გოლით გაიმარჯვა. არაბულმა ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘ჩემი მაისური გინდა?’ – ლიონელ მესი და “ელჩეს” მეკარე მატჩის

24 თებერვალს, ლა ლიგაში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ელჩე” მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერიძემ “უიპეშტს” გამარჯვება და 1/4 ფინალი მოუტანა (ვიდეო)

გიორგი ბერიძემ “უიპეშტი” უნგრეთის თასის 1/4 ფინალში გაიყვანა. “უიპეშტი” “პუშკაშ აკადემიას” დაუპირისპირდა და ბერიძე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდის საჩუქარი ხაბიბ ნურმაგომედოვს (ფოტო)

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა MMA-ს ვარსკვლავს, ხაბიბ ნურმაგომედოვს საჩუქრად საკუთარი მაისური გაუგზავნა. ხაბიბმა სო...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ ეძახიან “ბარსელონას” ფანებს “კულეებს”?

ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ “ბარსელონას” გულშემატკივრებს ხშირად “კულეების” სახელწოდებით მოიხსენიებენ. თუმცა, ზოგმა შეიძლებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაიოლა: “ჰოლანდის ტრანსფერის რესურსი მხოლოდ 10 კლუბს გააჩნია”

ფეხბურთის ყველაზე ძლევამოსილი აგენტი, მინო რაიოლა, ერლინგ ჰოლანდის მომავალზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ნორვეგიელი ვარსკვლავის გადაბირების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იოზუა კიმიხმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

23 თებერვალს მიუნხენის “ბაიერნმა” რომში “ლაციო” ანგარიშით 1-4 გაანადგურა. იოზუა კიმიხმა კი ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ […...
წაკითხვა