დე ლიგტი: “რონალდუ თუ მესი? ჰაკიმ ზიეჩთან ერთად თამაში მირჩევნია”
ამსტერდამის “აიაქსის” კაპიტანი, მატეის დე ლიგტი 2018 წლის “ოქროს ბიჭუნად” დასახელდა. 19 წლის მცველმა ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის განკუთვნილი ჯილდო ორშაბათს ტურინში ჩაიბარა.
ცერემონიალის მიმდინარეობისას, მას “იუვენტუსში” შესაძლო ტრანსფერზე კითხვა დაუსვეს.
“იტალია ფეხბურთის სათამაშოდ მშვენიერი ქვეყანაა, მაგრამ “აიაქსის” დატოვებას არ ვაპირებ. ჩვენ ჩემპიონობისათვის ვიბრძვით და ამავდროულად, ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას ვაგრძელებთ”, – ამბობს დე ლიგტი.
ახალგაზრდა მცველს ისიც ჰკითხეს, თუ ვისთან ერთად ურჩევნია მას თამაში – კრიშტიანო რონალდუსთან თუ ლიონელ მესისთან. ამჯერად, მან იხუმრა და პასუხის გაცემას თავი ასე აარიდა: “რონალდუ თუ მესი? ჰაკიმ ზიეჩთან ერთად თამაში მირჩევნა.”
GOLDEN SELFIE! 🤵
We’re proud of you, Matthijs! ♥️🥇#GoldenBoy2018 pic.twitter.com/51T3U5Xurb
— AFC Ajax (@AFCAjax) December 17, 2018