დე ლიხტმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

თარიღი: მაისი 1, 2019

30 აპრილს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე ამსტერდამის “აიაქსი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ამ მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. 19 წლისა და 261 დღის ასაკში მეტეის დე ლიხტი ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა ტურნირის ისტორიაში, რომელმაც ნახევარფინალურ ეტაპზე ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ დე ლიხტის შეძენა მსოფლიო ფეხბურთის გრანდებს სურთ.

მსგავსი სიახლეები