დე როსი: “ჩემი მეგობარი ბელგიის ნაკრების გამარჯვებაზე ფსონად საკუთარ სახლს ჩამოვიდა”
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიის ეროვნულმა გუნდმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა “სკუადრა აძურას” გამოცდილმა ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ.
“უცნაურად მშვიდად გახლდით და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ შედეგს მივაღწევდით. ჩემმა მეგობარმა რომში სრულიად საპირისპირო შეხედულება გამიზიარა. იგი ბელგიის ნაკრების მოგებაზე ფსონად საკუთარ სახლს ჩამოვიდა. მე სიფრთხილისკენ მოვუწოდე, რადგან იტალიის ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც მოედანზე მაქსიმუმის ჩვენება შეუძლია.
მშვენიერი გუნდი შეიკრა. ნაკრებში 2004 წლიდან ვთამაშობ და გუნდში არასდროს მინახავს ასეთი კარგი მოთამაშეები, რომლებიც არამხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ იმაზეც ფიქრობენ, თუ როგორ მოუტანონ ნაკრებს ხეირი.
რაც შეეხება მწვრთნელს, იგი მანიაკალურ დონეზე ცდილობს ყურადღების მიქცევას ყველაზე მცირე დეტალებისთვისაც კი, რომლებსაც კონკრეტული მეტოქისთვის პრობლემის მოტანა შეუძლია.
მთავარია, რომ მწვრთნელმა შედეგი გვიჩვენოს. ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული გამარჯვებაა, თუმცა ის გვიმტკიცებს — შესაძლოა ფურცელზე მეტოქეზე სუსტი იყო, თუმცა მოედანზე დამაჯერებლად გაიმარჯვო”, – ციტირებს დე როსის სიტყვებს Football Italia.