დე როსი: ” როი კინი ჩემთვის ნამდვილი გმირია”
იტალიური “რომას” ნახევარმცველმა, დანიელე დე როსიმ აღიარა, რომ როი კინი მისთვის ნამდვილი გმირია.
32 წლის დე როსის 500 მატჩზე მეტში აქვს მიღებული მონაწილეობა “რომას” მაისურით, თუმცა ერთი ტიტულიც არ მოუგია 15 სეზონში. მაშინ, როცა როი კინმა “მანჩესტერს” 7-ჯერ მოაგებინა პრემიერ ლიგა.
“როი ჩემთვის ნამდვილი გმირია. 16 ნომრიანი მაისური, რომლითაც მე ვთამაშობ, ჩემი შვილის დაბადების თარიღთან ერთად მისი პატივისცემის აღმნიშვნელიც არის.
ის ერთადერთი პიროვნებაა, რომელთანაც ფოტოს გადაღება ვითხოვე. ეს ორი წლის წინ მოხდა.”