დე ვრეი ლაციოში გადავიდა
“ფეინორდის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით სტეფან დე ვრეი კარიერას “ლაციოში” გააგრძელებს.
22 წლის მცველის ტრანსფერი 9 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
“დე ვრეის ჰოლანდიაში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. “ლაციოში” გადასვლა მისთვის კარგი ნაბიჯია. რომაულ კლუბში მისი სჯერათ” – განაცხადა “ფეინორდის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მარტინ ვან გეელმა.
გასულ სეზონში დე ვრეიმ ჰოლანდიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.