Deadline Day: დღის მთავარი სატრანსფერო ამბები
ოქრიაშვილმა მარსელის “ოლიმპიკში” სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა
გუშინ Fanebi.Com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოქრიაშვილი მარსელის “ოლიმპიკში” გადადიოდა. სულ მალე ეს ტრანსფერი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი წაიშალა.
როგორც გაირკვა, ოქრიაშვილს სამედიცინო შემოწმების დროს გულზე აღმოუჩინეს პრობლემები. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ეს ტრანსფერი ნახსენები მიზეზით ჩაიშალა. ქართველი მოთამაშე ბელგიაში 20-დღიანი მკურნალობის კურსს გაივლის. ცნობილია, რომ იგი 5 სექტემბერს ავსტრიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
პოგბას “სანდერლენდში” ან “ჰალში” თამაში უნდა
ოღონდ, არა იიმ პოგბას. საუბარია “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველის ძმაზე, ფლორენტინ პოგბაზე, რომელსაც მთელი გულით სურს საკუთარი ძალების პრემიერ ლიგაში მოსინჯვა. ფლორენტინის აგენტი ამ დროისთვის “ჰალისა” და “სანდერლენდის” ხელმძღვანელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
შნაიდერლინი” “ტოტენჰემში”?
The Daily Mail-მა დაგვაუწყა, რომ ლონდონური “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელის, მორგან შნაიდერლინის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. შეგახსენებთ, რომ “მამლების” მწვრთნელი პოჩეტინო და ფრანგი ფეხბურთელი ერთმანეთთან “საუთჰემპტონშიც” თანამშრომლობდნენ.
დავიდ ლუისი “სტემფორდ ბრიჯზე” ბრუნდება
Goal-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსიმ” “პარის სენ-ჟერმენს” 32 მილიონიანი შეთავაზება გაუგზავნა დავიდ ლუისის ტრანსფერის თაობაზე. მაგრამ, პარიზელები მეტს, 38 მილიონ ფუნტს ითხოვენ. ბოლო სიტყვა “არისტოკრატებზეა”…
თუმცა, ჯერ დღე არ დასრულებულა. რას უნდა ველოდოთ?
მარიო ბალოტელი “ნიცაში”…
მარსელო ბროზოვიჩი “ჩელსიში” …
ისკო “ტოტენჰემში”…
დავიდ ლუისი “ჩელსიში”…
აქსელ ვიტსელი “იუვენტუსში”…