დებატები: უნდა ჩამოერთვას “რეალს” ჩემპიონთა ლიგის პირველი 5 ტიტული?

თარიღი: მაისი 26, 2016

როგორც იცით, მადრიდის “რეალი” შაბათს, 28 მაისს მილანში თანაქალაქელებს დაუპირისპირდებიან და ეცდებიან, რომ “ბლანკოსის” ისტორიაში მე-11 ჩემპიონთა ლიგა მოიპოვონ, რომელსაც “ანდესიმასაც” უწოდებენ.

თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მადრიდელთა პირველი 5 ტრიუმფი – 1956-1960 წლებში – არ უნდა ითვლებოდეს. გასულ კვირას, ამის თაობაზე შეიქმნა სპეციალური პეტიცია, რომელიც უეფას ამის გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. პეტიციას ხელი (ელექტრონულად) 50,000-მა გულშემატკივარმა მოაწერა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ეს სპეციალურმა ჯგუფმა განიხილოს.

ამ თემასთნ დაკავშირებით გთავაზობთ ორი განსხვავებული მოსაზრების მქონე საფეხბურთო ექსპერტის, მირანდა ჩარლატანისა და მარკ დოილის მოსაზრებებს…

Untitled-1

migaloo-page2_GalleryLarge

მირანდა ჩარლატანისაგან …

მადრიდის “რეალი” 50-იანი წლების ყველაზე წარმატებული კლუბი იყო, ამ ფაქტს წინ ვერაფერი ვერ აღუდგება. ალფრედო დი სტეფანო, ფრანცისკო გენტო, ფერენც პუშკაში… ისინი ლეგენდარული ფეხბურთელები იყვნენ, რომლებმაც ნამდვილად დაიმსახურეს ევროპის ჩემპიონობა.

მაშინ რატომ უნდა წავართვათ “რეალს” “ლა დესიმა” პირველი 5 ტიტულის გაუქმებით?

უეფამ ევროპის თასის ფორმატში ძირეული ცვლილებები 1997 წელს შეიტანა. ეს ტურნირი ჩემპიონთა ლიგად 1992 წელს გადაკეთდა, თუმცა 1997 წლამდე ტურნირი წარმოადგენდა ადგილს, სადაც წამყვანი ჩემპიონატის გამარჯვებულები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. 97-ში კი მათ რიცხვს მიემატა წამყვანი ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდები, რომლებიც მეორე ან მესამე ადგილზე გავიდნენ.

ლა ლიგას მომავალ წელსაც 5 წარმომადგენელი ეყოლება ჩემპიონთა ლიგაზე, ისევე როგორც გასულ წელს. რატომ უნდა უკვირდეს ვინმეს ის, რომ ესპანელები ასე კარგად ასპარეზობენ? უეფას სისტემა საშუალებას აძლევს მდიდრებს, რომ დარჩნენ მდიდრები!

ფეხბურთის გულშემატკივრები ამ ფორმატს მხარს უჭერენ იმიტომ, რომ მათ ამით საშუალება ეძლევათ იხილონ საუკეთესო ფეხბურთელების თამაში ერთ დონეზე. დროა ეს ორი ერა ერთმანეთისაგან გამოვყოთ!

რომანოვები

როცა საქმე პრემიერ ლიგას ეხება, რას ვამბობთ, რამდენჯერ მოიგო ის “ლივერპულმა”? არც ერთხელ. მაგრამ თუ ინგლისური ფეხბურთის ისტორიას გადახედავ, ნახავ რომ ისინი 18-ჯერ გახდნენ ინგლისის ჩემპიონები, რითიც მხოლოდ “იუნაიტედს” ჩამორჩებიან (20).

რატომ არის, რომ პრემიერ ლიგაში ერთი წესი მოქმედებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეორე? მადრიდის “რეალმა” 1997-ის შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 4-ჯერ მოიგო. ამ 4 შემთხვევიდან 2-ში, ტრიუმფს ზურგს არ უმაგრებდა შიდა ჩემპიონატში მიღწეული წარმატება.

ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონის ჩათვლით, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვერ იქნება თავისი ქვეყნის ჩემპიონი 2011 წლის შემდეგ. მას შემდეგ, რაც 1997 წელს წესები შეიცვალა, ჩემპიონთა ლიგის 19 გამარჯვებულიდან მხოლოდ 8 იყო ამ დროს ჩემპიონი.

რაც არ უნდა იყოს, “რეალს” დიდი არაფერი დააკლდება, თუ ტიტულების დათვლის ახალ მეთოდს შემოვიღებთ – შაბათს გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ტიტულების ოდენობით მაინც პირველი იქნება, თუმცა “დესიმამდე” ერთი იმდენი დააკლდება.

გავავლოთ ხაზი 1992 წელს და ვაღიაროთ, რომ იმის იქით სულ სხვა, განსხვავებული ერა არის, განსხვავებული წესებით. ევროპული საკლუბო ფეხბურთი დღეს სრულიად განსხვავებულია, მაგრამ მადირიდს “რეალი” კვლავ დომინანტად რჩება – სრულიად განსხვავებულ ჩემპიონატში.

სსად

migaloo-page2_GalleryLarge

მარკ დოილისაგან …

ანუ 50,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც “რეალისთვის” პირველი 5 ჩემპიონთა ლიგის ტიტულის ჩამორთმევას მოითხოვს. ეხლა უნდა ფიქრობდეთ – ‘საინტერესოა. იქნებ მათ მყარი არგუმენტი აქვთ’. მაგრამ ეს ასე არ არის, მათ მყარი არგუმენტი არ გააჩნიათ. როგორც ერთმა დიდმა კაცმა ერთხელ თქვა, “ხალხს მოსწონთ Coldplay, თუმცა ხმას აძლევენ Nazis-ს – ხალხს ვერ ენდობი”.

ეს იმდენად სასაცილო რამ არის, რომ ერთადერთი რამაც გამაკვირვა არის ის, რომ პეტიციის ავტორი არც მიშელ პლატინია და არც ზეპ ბლატერი. ეს 50,000 გამწარებული (ან თუნდაც გაშმაგებული) სული ამბობს, რომ “რეალს” უნდა გაუუქმდეს 5 ტიტული და ამის მიზეზად არ ასახელებენ არც ჩაწყობას, არც დოპინგს, არამედ იმას, რომ ეს ტურნირი ძველად იყო და ახლანდელ ჩემპიონთა ლიგას არ გავს. ეს ხომ სრული აბსურდია.

იმ დებატებში ღრმად ჩაძიების გარეშე, არის თუ არა ჩემპიონთა ლიგა დღეს უფრო რთული (დიახ, გაცილებით უფრო მეტი მატჩია, თანაც უძლიერესი ნაციების ძლიერ გუნდებთან – თუმცა დღესდღეობით გვაქვს ჯგუფური ეტაპიც, რაც ფულისა და ტალანტების დაგროვების კარგი საშუალებაა, თანაც ჯგუფში დიდი გუნდები თავს დაცულად გრძნობენ), შეიძლება თამამად ითქვას, რომ მათი არგუმენტი მხოლოდ წამოსაკივლებლად გამოდგება.

მსოფლიო ჩემპიონატი აღარ ტარდება ისე, როგორც ეს 1930 წელს იყო, როცა გაცილებით უფრო ნაკლები გუნდი მონაწილეობდა ამ ტურნირში. გამოდის რომ ურუგვაისაც უნდა ჩამოვართვათ ის ტიტულები (1950 წელს “მარაკანაზე” მომხდარის შემდეგ შესაძლოა ბევრმა ბრაზილიელმა დადებითი პასუხი გაგვცეს!)? “რეალთან” ერთად ყველა სხვა გუნდს უნდა წავართვათ ჩემპიონთა ლიგა? როგორც ეს Sky Sports-მა გააკეთა ინგლისის პრემიერ ლიგაში, უნდა დავივიწყოთ ყველაფერი რაც 1992 წლამდე მოხდა? …

შესაძლოა ეს ჩემი პასუხი არასერიოზული მოგეჩვენოთ, თუმცა შეუძლებელია, რომ ამ პეტიციას სერიოზულად მოეკიდო.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა