დებიუტანტის გოლი და მასპინძელთა გამარჯვება “დინამო არენაზე”

თარიღი: აპრილი 7, 2015

“დინამო არენაზე” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “დინამომ” “ცხინვალს” უმასპინძლა.

პირველი სახიფათო მომენტი მატჩის მე-5 წუთზე სტუმრებმა შემქნეს, თუმცა ცაცკრიალაშვილის ძლიერი დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. ამის შემდეგ უპირატესობას “დინამო” დაეუფლა და შეხვედრის მე-15 წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან – მეკარესთან პირისპირ გასული პარუნაშვილის დარტყმა კარს სანტიმეტრებით ასცდა.

ამ ეპიზოდიდან ორ წუთში დაწინაურების შანსი ისევ “ცხინვალს” ჰქონდა, თუმცა ცაცკრიალაშვილმა ამჯერადაც ძლიერად და არაზუსტად დაარტყა.  საპასუხო შეტევაში კი “დინამო” დაწინაურდა. სტუმართა საჯარიმოში შეჭრილი კიტეიშვილი თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს. ხარიტონაშვილის მიერ დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად ცინცაძემ შეასრულა – 1:0.

33-ე წუთზე მასპინძელთა სწრაფი შეტევა ჭანტურიშვილი ეფექტური დატყმით დასრულდა, რომელიც მეტოქის კარს მცირე მანძლით ასცდა.

მეორე ნახევარი “ცხინვალმა” აქტიურად დაიწყო, თუმცა ცაცკრიალაშვილის და კილასონიას მიერ შესრულებული ჯარიმები არაზუსტი გამოდგა

56-ე წუთზე “დინამოს” შეტევა ცინცაძემ დაიწყო და პარუნაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებით გააგრძელა, რის შემდეგაც საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ჭანტურიშვილმა არაზუსტად დაარტყა.

65-ე წუთზე მასპინძლებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს, თუმცა ცაცკრიალაშვილმა გოლის გატანის კიდევ ერთ შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

79-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემა ზუსტი დარტყმით შეცვლაზე შესულმა დებიუტანტმა, დავით ვოლკოვმა დაასრულა – 2:0.

დარჩენილ წუთებში თუ ვინმეს ანგარიშის შეცლა შეეძლო, ეს “დინამო” იყო, თუმცა მოედანზე აღარაფერი შეცვლილა და საპასუხო შეხვედრისთვის თბილისელებმა კომფორტული უპირატესოა დაიბევეს.

 

დინამო თბილისი 2-0  ცხინვალი

გოლები: ცინცაძე’ 20′ ; ვოლკოვი 79′ 

დინამო თბილისი: დაუშვილი, ტაბატაძე (კაკაბაძე 68′) , გველესიანი, ფერეირა, შერგელაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (ჯანელიძე  77′), ჭანტურიშვილი, ჩირგაძე (ვოლკოვი 61′). 

მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

ცხინვალი: ნადირაძე, შინდაგორიძე (ლექვთაძე 46′), მახარობლიძე, თარხნიშვილი, კილასონია, ჯიშკარიანი, ციცკრიალაშვილი (მარკოზაშვილი 75′) , კაჭკაჭიშვილი, ქარდავა (ბურძენაძე 90′) , ივანიშვილი, ცერცვაძე. 

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დეპაიმ “ნიმს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატში, “ნიმსა” დ “ლიონს” შორის მიმდინარე მატჩის 64-ე წუთზე მემფის დეპაიმ მასპინძელთა კარში ულამაზესი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

სარი: “კრიშტიანუს, დიბალასა და იგუაინს ერთად ვერ ვათამაშებთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, გუნდში სელექციასთან არსებულ პრობლემებზე გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, რომ R...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბეილი “რეალის” ვარჯიშზე გოლფის მოძრაობებს იმეორებდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში მადრიდის “რეალის” ვარჯიშზე გადაღებული ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აკეთებს გარეთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო მარტინესი: “აზარი ფეხბურთის მაიკლ ჯორდანია”

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავ ედენ აზართან მაიკლ ჯორდანი გააიგივა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოლანდის კონტრაქტში არსებულ ფარულ პუნქტზე ინფორმაცია გავრცელდა

“ზალცბურგის” ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ერლინგ ჰოლანდმა, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ავსტრიული კლუბი დატოვოს. ამ ინფორმაციას გერმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლონდონის “ჩელსის” სატრანსფერო აკრძალვა მოეხსნა

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლონდონის “ჩელსის” სატრანსფერო აკრძალვა მოეხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონურ კლუბს [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის გოლები ვარჯიშზე (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მარტივად გააქვს ლიონელ მესის გოლები ვარჯიშზე. Ahah wtf […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თაუნსენდი: “აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ვიყავი, ერთ ღამეში 55000 ევრო წავაგე̶

“კრისტალ პალასის” გარემარბმა, ანდროს თაუნსენდმა განაცხადა, რომ ერთ დროს ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო. 28 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიზისი გრძელდება: “არსენალი” შინ “ბრაიტონთან” დამარცხდა

პრემიერ ლიგის მე-15 ტური ლონდონის “არსენალისა” და “ბრაიტონის” დაპირისპირებამ დახურა. უნაი ემერის განთავისუფლების შემდეგ “...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორი გოლი გავიდა “შეფილდი” – “ნიუკასლის” მატჩში (

ინგლისის პრემიერ ლიგაში, “შეფილდ იუნაიტედსა” და “ნიუკასლს” შორის მიმდინარე მატჩში საინტერესო რამ მოხდა. 70-ე წუთზე, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორც ცდილობდა ვან დეიკი კინისათვის ხელის შეშლას (ვიდეო)

4 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ევერტონი” მიიღო და მეტოქე 5:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრაუჩი: “სალაჰი გარემარბიდან ეგოისტ თავდამსხმელად გარდაიქმნა”

“ლივერპულის” ყოფილმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა, მერსესაიდულ დერბიში “ენფილდელების” გამარჯვების (5:2) შემდეგ მოჰამედ სალაჰი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეო მესი: “სირცხვილია, სადიო მანე მხოლოდ მეოთხე ადგილზე რომ გავიდა”

კარიერაში მეექვსე ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, ლეო მესი, რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე გასულ სადიო მანეს გამოექომაგა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “მაისურებზე დატანილი წარწერებით პრობლემა არ გადაიჭრება”

ბოლო დროს მსოფლიო ფეხბურთში განსაკუთრებით გამწვავდა რასიზმთან დაკავშირებული პრობლემა, რასაც მმართველი ორგანიზაციები ჯერჯერობით ვერაფერს უპირისპირებენ....
წაკითხვა
ფეხბურთი

ესპანელები და გერმანელები ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრებიან

26 მარტს ესპანეთისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა შორის ამხანაგური შეხვედრა ჩატარდება. მატჩი მადრიდის “ატლეტიკოს” სტადიონ […]...
წაკითხვა