დებიუშიმ „არსენალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა
„ნიუკასლ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ნაკრების მარჯვენაფლანგელმა მცველმა მატიე დებიუშიმ გუშინ საღამოს ლონდონის „არსენალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა.
როგორც მოგეხსენებათ, ბაკარი სანიამ ჩრდილოლონდონური კლუბი დატოვა, დებიუშის კი სწორედ მის შემცვლელად ხედავენ.
ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია. უახლოეს პერიოდში დებიუში ოფიციალურად უნდა გამოაცხადონ „არსენალის“ ფეხბურთელად.
აღსანიშნავია, რომ 28 წლის ფრანგი მცველის ტრანსფერის ღირებულება 11 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, თუმცა თუ დებიუში თავს კარგად წარმოაჩენს, „ნიუკასლი“ გაცილებით მეტ მიიღებს.