“დედაჩემს დავპირდი, რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იქნებოდა” – ხაბიბის ემოციური განცხადება (ვიდეო)
ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯი მეორე რაუნდში დაამარცხა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ კარიერა დაასრულა. დაღესტნელმა მებრძოლმა UFC დაუმარცხებლად დატოვა. მისი მონაგარი ასეთია – 29 გამარჯვება, 0 მარცხი.
გეიჯისთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ხაბიბმა ემოციები ვერ შეიკავა. ის ამბობს, რომ დედამისს პირობა მისცა, რომელიც აუცილებლად უნდა შეესრულებინა.
“მინდა, ვთქვა, რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იყო. შანსი არ იყო, აქ მამაჩემის გარეშე ვყოფილიყავი. ეს პირველი ბრძოლა იყო მას შემდეგ, რაც მამაჩემს დაემართა.
როცა UFC-იმ ჯასტინის შესახებ დამირეკა, დედაჩემს სამი დღის განმავლობაში ველაპარაკებოდი. მას არ უნდოდა, რომ მამაჩემის გარეშე მეჩხუბა. მე მას დავპირდი, რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იქნებოდა. და, თუ მე პირობას ვდებ, მას ვასრულებ.
UFC-ის ნამდვილი დაუმარცხებელი ჩემპიონი. 29-0. ვფიქრობ, მე ეს დავიმსახურე.
მადლობა UFC-ის მთელ გუნდს. ამ პანდემიის პერიოდში ისინი დიდებულ შოუს აკეთებენ. ჯასტინ, მადლობა. მახსოვს, 2016 წელს, როცა წონაში ვიკლებდი, ძალიან დამეხმარე. მადლობა, ძმაო. ვიცი, რომ კარგი ადამიანი ხარ. მე შენზე ბევრი რამ ვიცი”, – განაცხადა ნურმაგომედოვმა.
"This was my last fight. No way I can come here without my father. … I promise it will be my last fight. If I give my word, I have to follow this."
Khabib Nurmagomedov announces retirement after defending lightweight title at #UFC254
(via @ufc)pic.twitter.com/OYBSBMHrYl
— Bleacher Report (@BleacherReport) October 24, 2020