დელ ბოსკე: “ბევრი გულშემატკივარი ზიდანს სათანადოდ არ აფასებს”
ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, რომელიც მადრიდის “რეალს” 1999-2003 წლებში წვრთნიდა, “ბლანკოსის” ამჟამინდელ დამრიგებელ ზინედინ ზიდანზე ისაუბრა. “ულვაშამ” განაცხადა, რომ ისევე, როგორც მას, ხალხი ზიდანსაც ვერ აფასებს.
“არსებობენ ადამიანები, რომლებიც წარმატებულებზე ამბობენ, რომ მათი მიღწევები, მხდოლოდ და მხოლოდ, იღბლის დამსახურებაა. ასეთი დამოკიდებულება ბევრ გულშემატკივარს ზინედინ ზიდანის მიმართ აქვს. “ზიზუს” გუნდს დიდი ხანია არ წაუგია. იმის მაგივრად, რომ მასზე კარგი თქვან, ბევრი ამ წარმატებას იღბალს მიაწერს. დაახლოებით, იგივე სიტუაცია იყო ჩემს დროსაც.”
“ზიდანი გუნდის ლიდერია და მას ფეხბურთელები ენდობიან. ამ პერსონას გუნდში დიდი გავლენა გააჩნია. ფრანგის საქმე ყველამ უნდა დააფასოს,” – განაცხადა ესპანელმა მწვრთნელმა.