დელ ბოსკე: “ხესეს და ალკანტარას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა შეუძლიათ”
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე აცხადებს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარასა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ ხესე როდრიგესს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსები აქვთ.
“ყოველთვის ვამბობდი, რომ ხესე ძალიან იმედისმომცემი ახალგაზრდაა. ამ ეტაპზე, მას ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ წევრად მოვიაზრებ. ასევე, მომწონს ტიაგო ალკანტარას თამაში. ამრიგად, ჩემი აზრით, ორივე მოთამაშეს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა შეუძლია”, – ამბობს დელ ბოსკე.