დელ ბოსკე: “მინდა, რომ ის მომავალში ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი იყოს”
“ევრო 2016”-ის დასრულების შემდეგ ვისენტე დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა. მან “ფურია როხასთან” ერთად 2010 წელს მსოფლიოს, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 65 წლის სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან უნდა, მისი ადგილი მომავალში პეპ გვარდიოლამ დაიკავოს.
“პეპი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. მას ძალიან დიდი განათლება და გამოცდილება აქვს ფებხურთში.”
“ადრე ესპანური გუნდების გასაწვრთნელად მწვრთნელები საზღვარგარეთიდან მოგვყავდა. ახლა კი, ჩვენი ეროვნების სპეციალისტები მიდიან უცხოეთში, რათა იქაურ კლუბებს უხელმძღვანელონ. ამით უნდა ვიამაყოთ. ამას ცოტა თუ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ.”
“გვარდიოლა ის მწვრთნელია, რომელიც “მანჩესტერ სიტიში” სამუშაოდ სულ ახლახანს წავიდა და იმედი მაქვს, იქედან მალე დაბრუნდება ნაკრების დასახმარებლად. ვერ ვხვდები, რა უნდა იყოს ამ პოსტზე მისი არდანიშვნის მიზეზი. ის, რომ კატალონიელია? არა! ესპანეთი ერთიანი ქვეყანაა და ის უნდა ჩაუდგეს ნაკრებს სათავეში, ვინც საუკეთესოა ამ საქმეში,” – განაცხადა დელ ბოსკემ.