დელ ბოსკე: “ყველას შევატყობინე ჩემი წასვლის შესახებ, გარდა კასილასისა”
ვისენტე დელ ბოსკემ აღიარა, რომ მან გუნდის ყველა წევრს გაუგზავნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ის ნაკრებიდან წასვლას აპირებდა. ერთადერთი ვისაც ეს შეტყობინება არ მიუღია იკერ კასილასი იყო.
“მის თანაგუნდელებთან მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მაგრამ სამწვრთნელო შტაბთან – არც ისე. სწორედ ამიტომ იყო კასილასი ერთადერთი, რომლისთვისაც ეს შეტყობინება არ გამიგზავნია.
ის ჩემზე ნაწყენია, ისევე როგორც ხავიერ მინანოზე და ტონი გრანდეზე (დამხმარე მწვრთნელებზე). სხვა დანარჩენთან მას კარგი ურთიერთობა აქვს.
რა თქმა უნდა ის გულნატკენია და მე მისი მესმის. ფიქრობს, რომ რაღაც არასწორად გავაკეთეთ.
მაგრამ ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ფეხბურთელით, რომელსაც 167-ჯერ აქვს ქვეყნის მაისურით ნათამაშები. 3-4 მატჩი მის რეზიუმეს არ შეცვლის.
კასილასს ჩემთვის იმედები არ გაუცრუებია. მე მას ცხრა წლის ასაკიდან ვიცნობ.” – განაცხადა დელ ბოსკემ.