დელ ბოსკე: „სულ მალე ესპანეთის ნაკრებში ახალ სახეებს ვიხილავთ“
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ახალგაზრდა მოთამაშეთა გამოძახება არ გამორიცხა.
„ჩვენ ძალიან ბევრი მოთამაშე გვყავს, რომელსაც ნაკრებში მოხვედრა შეუძლია. ასეთ ფეხბურთელებს თვალს აქტიურად ვადევნებთ. უახლოეს დროში ნაკრებში ახალ წევრებს ვიხილავთ. თუ მათთვის ადგილი მუნდიალისთვის ვერ მოიძაბნება, მაშინ მათ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე აუცილებლად გამოვიძახებ“, – განაცხადა დელ ბოსკემ.
ალექსანდრე მატევოსოვი