დელ პიეროს მწვრთნელობა სურს
ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარული ფორვარდი ალესანდრო დელ პიერო სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ მან იტალიურ პრესასთან ინტერვიუში ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 40 წლის იტალიელის უკანასკნელი კლუბი “დელი დინამოსი” იყო.
“თუ საინტერესო პროექტს ვერ ვიპოვნი, კარიერას დავასრულებ. ჩემს მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული კლუბი იჩენდა, თუმცა მათი წინადადებებით ვერ მოვიხიბლე. სამი წლის წინ სამწვრთნელო საქმიანობაზე უარს ვიტყოდი, რადგან სხვა გეგმები და ინტერესები მქონდა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და მინდა, რომ მწვრთნელობა აშშ-ში, ბავშვთა გუნდებში დავიწყო” – განაცხადა დელ პიერომ.