დელე ალი:”თავიდან პოჩეტინოს არ მოვწონდი”
ინგლისის საფეხბურთო ნაკრების წევრი, დელე ალი, რომელიც დღეს “ტოტენჰემის” ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლავთ, საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, თავდაპირველად მაურისიო პოჩეტინო მისი შესაძლებლობებით დიდად ვერ მოიხიბლა.
“როდესაც “სპურსთან” კონტრაქტი გავაფორმე (2015 წელს), ყველაფერი რთულად მეჩვენებოდა. ვარჯიშზე ატმოსფეროს შესაფასებლად ვიყავი მისული, არ ვიცოდი, რომ პოჩეტინო იქ იყო, მე ის ესპანეთში მეგონა.
მასთან კავშირი პრე-სეზონამდე არ მქონია. პირველი შეხება მის დამხმარესთან, ხესუს პერესთან მქონდა. ისინი ესპანურად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ ის მოვიდა და მითხრა, “მას არ მოსწონდი”, ან რაღაც მსგავსი.
ის თვალებში მიყურებდა, აინტერესებდა როგორი რეაქცია ექნებოდა. მე კი შოკირებული ვიყავი, სიტყვებს ვერ ვპოულობდი! შემდეგ გაიცინა და მითხრა:”… ახლა კი უყვარხარ”, – ციტირებს ალის სიტყვებს Goal.Com.