დელე ალიმ საკუთარი სადებიუტო შედეგით ინგლისელი ლეგენდები დაჩრდილა
“ტოტენჰემ ჰოთსპურის” ნახევარმცველი დელე ალი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ უკვე იქცა გუნდის ლიდერად.
ახალგაზრდა ინგლისელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში უკვე 63 მატჩში ჩაატარა და საკუთარ გუნდს 40 გოლი მოუტანა, მათ შორის 26 თავად გაიტანა, 14-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. ამ მაჩვენებლით დელე ალიმ ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელები დაჩრდილა.
პრემიერლიგის პირველ 63 მატჩში პოლ სქოულზმა 18 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. დევიდ ბექჰმემმა 15 გოლის გატანა მოახერხა და ათი შედეგიანი გადაცემა გააკეთა, უეინ რუნიმ კი ამდენივე გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე პასი გააკეთა.
საწყის 63 მატჩში ნაჩვენები შედეგებით დელე ალიმ ფრენკ ლამპარდიც, სტივენ ჯერარდიც და ჯო კოულიც გვარიანად ჩამოიტოვა.