დემბა ბა: “გავაგრძელებ თუ არა კარიერას?”
რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ჩემპიონატში მოთამაშე დემბა ბამ საშინელი ტრავმა მიიღო. მან შანხაის დერბიში სან ჩიანგთან შეჯახების დროს ფეხი მოიტეხა. ფეხბურთელი დაუყონებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში და მას ოპერაცია გაუკეთდა. იყო იმის საშიშროება, რომ სენეგალელ ფორვარდს დაესრულებინა კარიერა, მაგრამ ეს ყოველივე ბამ უარყო.
“საშინელი ტრავმა მივიღე, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამას მალე გადავლახავ. კარიერის დასრულება? ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება, მე კვლავ უნდა ვითამაშო ფეხბურთი!”
“ფეხის მოტეხვისთანავე გადამიყვანეს საავადმყოფოში. იყო ქირურგიული ჩარევა, მაგრამ მათ ოპერაცია ბოლომდე არ გაუკეთებიათ. ეს ჩემი თხოვნით მოხდა. მინდოდა, ვეროპაში წავსულიყავი და იქ მემკურნალა…. ამიხსნენს, რომ ეს შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ კი ჩემს ექიმთან შევათანხმე, რომ ფრანგი ქირურგი ჩამოსულიყო. სწორედ იგი გამიკეთებს ოპერაციას.”
“დაახლოებით ასეთი ტრავმა ადრეც მქონდა, მაგრამ ახლა უფრო კარგად ვმკურნალობ. აქ სეზონი ნოემბერში მთავრდება. ახალი სეზონი კი მარტში იწყება. იმედი მაქვს, გაზაფხულზე ჩემი გუნდისთვის დახმარებას კვლავ შევძლებ,” – განაცხადა დემბა ბამ.