დენი როუზი: “საერთოდ არ მაინტერესებს, რა არის ერის მორალი”
“ნიუკასლისა” და ინგლისის ნაკრების მარცხენა მცველი, დენი როუზი მიიჩვნევს, რომ ახლა პრემიერ ლიგის დაბრუნება ნაადრევია.
როგორც იცით, ბრიტანეთის მთავრობამ პრემიერ ლიგას მწვანე შუქი აუნთო, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ინგლისის ჩემპიონატი 1 ივნისიდან განახლდეს.
“მთავრობა ამბობს, რომ ფეხბურთის დაბრუნება ერის მორალურ მდგომარეობაზე კარგად იმოქმედებს. საერთოდ არ მაინტერესებს, რა არის ერის მორალი. ხალხი რისკში ცხოვრობს! სანამ რიცხვები არ დაიკლებს, იქამდე ფეხბურთზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ეს სისულელეა”, – თქვა 29 წლის ფეხბურთელმა.
ამჟამინდელი მონაცემებით, დიდი ბრიტანეთი ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მესამე პოზიციას იკავებს. ბრიტანეთში კოვიდ-19 223000 ადამიანზე მეტს დაუდასტურდა.
Danny Rose on return to football:
"The governments saying bring back football to boost the morale of the nation, I don't give a f*ck about the nations morale. Peoples lives are at risk!"
"Football shouldn't be spoken about till numbers have dropped massively. It's bollocks." pic.twitter.com/bdWBbTiZFR
— The Spurs Web ⚪️ (@thespursweb) May 11, 2020