დენის სუარესი: “მინდა, “ბარსას” ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი ვიყო”
კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, დენის სუარესმა ესპანურ ტელევიზიასთან ინტერვიუ ჩაწერა. 23 წლის სპორტსმენის დიდი სურვილია, რომ კლუბში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდეს.
“ბარსას” დატოვებაზე არასდროს მიფიქრია. გასულ ზაფხულში ორი შემოთავაზება მქონდა, თუმცა არც კი განმიხილავს. ვიცი, რომ მწვრთნელი და ფეხბურთელები მენდობიან. ბედნიერი ვარ იმ გარემოთი, რომელშიც მიწევს განვითარება. მინდა, მაღალ დონეზე ავიდე და კლუბში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე.”
“ჩემი მიზანია ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ქცევა. ამისთვის ბრძოლას იქამდე არ შევწყვეტ, სანამ მას არ მივაღწევ. ალბათ, წინაზე უკეთესი ახალი სეზონია. რამდენიმე თამაში სასტრატოში დავიწყე და გოლებიც გავიტანე. გაჩერებას არ ვაპირებ, მინდა მწვრთნელს უფრო მეტად ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები და გაცილებით ბევრი თამაში დავიწყო ძირითადში,” – აცხადებს სუარესი.