დეპაის “ლიონიდან” წასვლა სურს, ჰოლანდიელით “ლივერპული” ინტერესდება
“ლიონის” ნახევარმცველი მემფის დეპაი თვლის, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი შესაძლებლობები ამოწურა და მზად არის საზღვარგარეთ კიდევ ერთხელ მოსინჯოს ძალები. ამ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe გვაწვდის.
როგორც ცნობილი ხდება, ჰოლანდიელი ფეხბურთელის სურვილია, რომ ევროპის ტოპ-10 კლუბიდან რომელიმეში გადავიდეს და იქ დაამტკიცოს, რომ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში.
ჰორიზონტზე ჯერჯერობით მხოლოდ მერსესაიდული “ლივერპული” ჩანს. იურგენ კლოპი მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს დეპაის დამატებას, თუ “ენფილდს” სადიო მანე დატოვებს, რომლის ტრანსფერზეც მადრიდის “რეალი” მუშაობს.
მიმდინარე სეზონში დეპაიმ საფრანგეთის ჩემპიონატის 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 8 საგოლე გადაცემა. შეგახსენებთ, რომ მას 2015-17 წლებში “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებშიც უთამაშია.