დეფო “ტორონტოში” კვირაში 90 000 ფუნტს მიიღებს
როგორც გამოცემა Mirror-ი იტყობინება, ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელი, ჟერმეინ დეფო MLS-ის კლუბ “ტორონტოს” პირად დეტალებზე შეუთანხმდა, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელი კვირაში 90 000 ფუნტს მიიღებს.
31 წლის მოთამაშე “ტორონტოში” გადასვლაზე თანახმაა. კანადურ კლუბს “ტოტენჰემისათვის” 6 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზამთარში დეფო “ტორონტოსთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სავარაუდოდ, ინგლისელი კარიერას სწორედ კანადაში დაასრულებს.