“დერბი დელა იტალია” ფრედ დასრულდა

თარიღი: იანვარი 7, 2015

იტალიის სერია A-ს XVII ტურის დასკვნითი და ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “იუვენტუსმა” მილანის “ინტერი” მიიღო. შეხვედრაში მოვლენები საინტერესოდ წარიმართა და საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მეხუთე წუთზე გაიხსნა: მასპინძელთა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა მეტოქის საჯარიმო მოედანზე ეფექტური მოძრაობით ხელსაყრელ პოზიციაზე გადაინაცვლა და კარლოს ტევესს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ამ უკანაკსნელმა კი ბურთი ახლო მანძილიდან ცარიელ კარში გადაგზავნა.

“ნერიაძურიმ” ანგარიშის გათანაბრება 64-ე წუთზე შეძლო: ფრედი გუარინის პასის შემდეგ მაურო იკარდიმ “იუვენტუსის” კარის შორეულ კუთხეში დაარტყა და წონასწორობა აღადგინა.

Mauro Icardi

აღსანიშნავია, რომ მატჩის 54-ე წუთზე მოედანზე გამოვიდა “ინტერში” ახლადგადასული ლუკას პოდოლსკი, რომლისთვისაც ეს სადებიუტო შეხვედრა გახლდათ.

Lukas Podolski

მატჩის 86-ე წუთზე უხეში თამაშისთვის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან მატეო კოვაჩიჩი გააძევა.

სატურნირო ცხრილს “იუვენტუსი” 40 ქულით ლიდერობს. “ინტერს” 22 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.

იტალიის სერია A
XVII ტური:
“იუვენტუსი” — “ინტერი” 1:1 (1:0)

გოლები: ტევესი 5′ — იკარდი 64′.
გაფრთხილებები: მორატა 71′, ბონუჩი 82′ — იკარდი 66′, რანოკია 67′, დამბროზიო 75′, ჟუანი 80′, მედელი 84′.
გაძევება: კოვაჩიჩი 86′.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

უსიამოვნო ინციდენტი და თავში წამორტყმა ელიგა 2-ში (ვიდეო)

ეროვნული ლიგის ლიდერების, “გაგრასა” და ბოლნისის “სიონის” შეხვედრის 53-ე წუთზე მსაჯმა 2 ფეხბურთელი გააძევა. 51-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სპეციას” ფეხბურთელმა “იუვენტუსისთვის” გატანილი გოლი რონალდუს სტილ

ტურინის “იუვენტუსმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ, “მანჩესტერ იუნაიტედში” გაუშვა. მას შემდე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსის” ფეხბურთელს ფერარით ავტოავარია შეემთხვა (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტური დღეს დილით ავტოავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევას სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია. გავრცელებულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სასწაული გოლი ბრაზილიის სერია B-ში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Olha o GOLAÇO marcado pelo atacante Jackson, do Sampaio Corrêa. pic.twitter.com/gm7Lf3IIdr — Gols […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბალოტელის პასუხი – როგორ აღნიშნა “სუპერმარიომ” “ბეშიქთაშთან”

21 სექტემბერს, თურქეთის ჩემპიონატში “ბეშიქთაშმა” საკუთარ მოედანზე “ადანა დემისპორი” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა. მატჩის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის რეაქცია, როცა ის პოჩეტინომ შეცვალა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Messi didn’t shake hands with Pochettino pic.twitter.com/od8JkMfH0X — Drizzy (@messiprimes) September 19, 2021...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატში სეზონის პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის მერვე ტურში გიორგი მიქაუტაძემ ჟუპილერ ლიგაში სეზონის პირველი გოლი გაიტანა. 20 წლის ქართველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი აბურჯანიამ პორტუგალიის ჩემპიონატში გაიტანა (ვიდეო)

“ბელენენსეში” – “ჟილ ვისენტე” 1:1 გიორგი აბურჯანიას გოლი 92-ე წუთზე იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი კვირის წინ გვტ**ავდნენ” – კაშიასა და ხოჭოლავას საუბარი მატჩის წინ

16 სექტემბერს უეფას კონფერენს ლიგაზე ბრატისლავას “სლოვანმა” საკუთარ მოედანზე “კოპენჰაგენი” მიიღო და 1:3 დამარცხდა. ამ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქაუტაძემ ბელგიის თასის მატჩში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა (ვიდეო)

ბელგიის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში გიორგი მიქაუტაძეს “სერენმა” გასვლაზე “ლოკერენი” სამბურთიანი სხვაობით დაამარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კალიარი” ვალტერ მაცარიმ ჩაიბარა

“კალიარის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარი დაინიშნა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2024 წლის […]...
წაკითხვა