“დერბი დელა მადონინას” ბედი ბოლო წამებზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა (ვიდეო)
21 ოქტომბერს იტალიური ფეხბურთის ორი უდიდესი ისტორიის მქონე გრანდი ერთმანეთს “სან სიროზე” დაუპირისპირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, “დერბი დელა მადონინას” თან დიდი დაძაბულობა ახლდა, სამი ქულა და დერბიში გამარჯვება ორივე გუნდს ძალიან სჭირდებოდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი “ინტერის” დირიჟორობით მიმდინარეობდა. “ნერაძურის” ფეხბურთელები ოთხჯერ დაემუქრნენ ჯანლუიჯი დონარუმას კარს, “როსონერიმ” კი ერთხელაც ვერ დაარტყა ზუსტად კარში. პირველი ნახევარი დიდი დაძაბულობის ფონზე უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმში ლუჩანო სპალეტის ბიჭები უფრო ორგანიზებულად უტევდნენ, თუმცაღა არც გატუზოს მოწაფეები იცავდნენ თავს ცუდად. მატჩის ბედი კი “ინტერის” ვარსკვლავმა, მაურო იკარდიმ გადაწყვიტა მატჩის ბოლო წამებზე გატანილი გოლით.